ლექცია-პრეზენტაცია „გულივერის კომპლექსი“
- Tea Gogotishvili
- Jul 26, 2022
- 1 min read
📣გიწვევთ ინოვაციური ფსიქოლოგირუი ფენომენის
ლექცია-პრეზენტაციაზე! 👉🏼 ფსიქოლოგიითა და ფსიქოთერაპიით დაინტერესებულ საზოგადოებას, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი გააცნობს 2019 წელს შექმნილ, თავის ორიგინალურ ფსიქოლოგიურ კონცეფციას, რომელსაც მის მიერ დაარსებულ „საქართელოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში“ ჩაეყარა საფუძველი. ჯონათან სვიფტის ცნობილი ნაწარმოები „გულივერის მოგზაურობა“, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილისთვის ახალი ფსიქოლოგიური ფენომენის შექმნის ინსპირაციის წყაროდ იქცა. ❓რა ემართება ადამიანს და საზოგადოებას, როდესაც ჩვეული გარემოდან მკვეთრად შეცვლილ რეალობაში აღმოჩნდება? „გულივერის კომპლექსის“ კონცეფციაში, პროფ. დიმიტრი ნადირაშვილი აანალიზებს საქართველოს საზოგადოების ფსიქოლოგიურ კრიზისს, რომელიც ერთი სახელმწიფოებრივი წყობის ნგრევის შემდგომ, ახალ გამოწვევებთან გამკლავების და რადიკალურად განსხვავებულ სინამდვილესთან ადაპტაციის სირთულის წინაშე დადგა.
👨🏻💼ლექცია-პრეზენტაცლექციას გაუძღვება კონცეფციის ავტორი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი. საქართველოში გეშტალტთერაპიული მიმართულების ფუძემდებელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, EAGT აკრედიტებული, EAP სერტიფიცირებული (ECP) ფსიქოთერაპევტი, დიმიტრი უზნაძის სახელობის სამეცნიერო პრემიის ლაურეატი.
⭕️„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი” კავკასიის მასშტაბით, ფსიქოთერაპიის სფეროში, ევროპაში ინტეგრირებული პირველი პროფესიული ინსტიტუტი ახორციელებს ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგიური კონსულტირების სწავლებას საერთაშორისო სტანდარტის EAGT ტრენინგ-პროგრამით. იგი ამზადებს საერთაშორისო დონის პროფესიონალებს. კურსდამთავრებულები იღებენ ევროპულ EAGT აკრედიტაციას, რაც გულისხმობს მათი პროფესიული ცენზის და კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარებას. 👉🏼გაიგე მეტი ჩვენ შესახებ!
🗓🕢5 მარტი, 18.30 📍მწერალთა სახლი, ივ.მაჩაბლის ქ. N13
დასწრება თავისუფალია ‼️
Commentaires