
თეა გოგოტიშვილი
საქართველო, ხელმძღვანელი
თეა გოგოტიშვილი
პროფესორი თეა გოგოტიშვილი ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი, EAP სერტიფიცირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტია. იგი ფსიქოთერაპიის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების SPR სრული წევრია; მან დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად დააარსა საქართველო-კავკასიაში პირველი „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ (2011), რომელიც რეგიონული მასშტაბით ერთადერთი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული გეშტალტთერაპიის სასწავლო ინსტიტუტია (2019). თეა გოგოტიშვილი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული გეშტალტ ინსტიტუტთა საბჭოს (TIC) აქტიური წევრია/ იგი თავმჯდომარეობს EAGT ქოლგა-ორგანიზაციის - საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის სასწავლო სტანდარტების და პროფესიული კომპეტენციების კომიტეტს; ხელმძღვანელობს დიმიტრი უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრს და სრული პროფესორის თანამდებობა უკავია წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად დაწერილი და გამოცემული აქვს სახელმძღვანელო „გეშტალტთერაპიის თეორია და პრაქტიკა“ (2018); ისინი ერთად მუშაობენ განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტეგრაციაზე; ევროპელების მოწვევით, სხვადასხვა ქვეყნებში ატარებენ ლექციებს, საავტორო ვორქშოფებს და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ინოვაციები. თეა გოგოტიშვილი 4 წიგნისა და რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულ 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია; მისი კვლევის სფეროებია: განწყობის ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია. ახორციელებს ფსიქო-კონსულტირებას და ფსიქოთერაპიას, პირისპირ და ონლაინ, ინდივიდუალურად, ჯგუფებთან, წყვილებთან და ოჯახებთან; მუშაობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
