
ჯორჯ სტამატისი
საბერძნეთი
ორგანიზაციულ გეშტალტის მიმართულებით EAGT აკრედიტებული სპეციალისტი, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, ქოუჩი და ტრენერია. მრავალი წლის განმავლობაში, ჯორჯ სტამატისი ლექციებს კითხულობდა: ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში), პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტსა და ტირანას უნივერსიტეტებში. არის 18 წიგნის ავტორი, მათ შორის : “the Art of Change. Gestalt: a different approach for Organizations”. 30 წლის განმავლობაში, მას მაღალი მენეჯერული პოზიციები ეკავა ბერძნულ და საერთაშორისო კორპორაციებში მარკეტინგის, გაყიდვების და კომუნიკაციების მიმართულებით. ის მუშაობდა ორგანიზაციული განვითარების ტრენერად და კონსულტანტად. დღეისათვის, ჯორჯს მინიჭებული აქვს “გეშტალტი ორგანიზაციებში”- საერთაშორისო ტრენერის და ქოუჩის სტატუსი; იგი მოღვაწეობს საბერძნეთის პროფესიულ გაერთიანებაში, გეშტალტ ქოუჩინგის მიმართულების კოორდინატორად.
