
ანი რაინაული
ფსიქოთერაპევტი
ანი რაინაული - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი და ევროპული აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპევტი
ანი სწავლობდა ტურკუს უნივერსიტეტში (ფინეთი) კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით, ასევე ევროპის გეშტალტ-თერაპევტთა ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტირებული „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.
ანი ეწევა აკადემიურ საქმიანობას - მუშაობს ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიაში, სადაც კითხულობს ლექციებს ფსიქოლოგიის მიმართულებით.
ანი არის საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის წევრი, ის ასევე ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში ფსიქოთერაპიის მიმართულებით.
ანი მუშაობს ზრდასრულებთან. მისი სამუშაო მიმართულებებია: შფოთვითი აშლილობები, ტრავმა, დეპრესია, თვითშეფასება, ურთიერთობების სირთულეები, სტრესი, პიროვნული ზრდა.