
თინათინ ლეკიშვილი
ფსიქოთერაპევტი
თინათინ ლეკიშვილი
ევროპული - EAGT აკრედიტაციის მფლობელი; „საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის“ (სგა) სრული წევრი. მაპროფილებელი თემები: ადიქციები (ნივთიერებებზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), ობსესიურ-კომპულსიური მდგომარეობები (აკვიატებული აზრები და რიტუალური ქცევები, შფოთვითი აშლილობები, სომატოფორმული მდგომარეობები (არაორგანული სიმპტომები/დარღვევები); ურთიერთობების პრობლემები: სასიყვარულო ურთიერთობები, ოჯახი და სამუშაო ურთიერთობები. გარდა ფსიქოთერაპიული საქმიანობისა, თინათინ ლეკიშვილი არის, დედა, და, და შვილი რაც, მისი თქმით, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილებაა; თინათინის ჰობი არის მოგზაურობა, თინათინ ლეკიშვილმა დაამთავრა „საქაართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“, ასევე, წარმატებით დაასრულა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებითი ფსიქოლოგიის კურსი; დაასრულა გეშტალტთერაპევტთა საერთაშორისო რანგის ტრენერთა მომზადების პროგრამა. თინათინი, ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო პროექტებში ფსიქოლოგიის მიმართულებით, როგორც ტრენერი და ლექტორი. გეშტალტთერაპიაში ყველაზე მეტად ხიბლავს კრეატიული მორგების ფენომენი, რაც მისი თქმით განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და ჯანსაღ ყოფას. გეშტალტთერაპიის უნიკალურ თერაპიულ პროცესში, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბუნებრივი, ავთენტური კონტაქტი კლიენტსა და თერაპევტს შორის. მუშაობს ქართულ და რუსულ ენებზე, როგორც ინდივიდუალურ კლიენტებთან, ასევე ჯგუფებთან, როგორც პირადად, ასევე ონლაინ.